18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
1918-1921 წლები - ისტორიის ამსახველ ფოტო და წერილობითი დოკუმენტების გამოფენა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ ფოტო და წერილობითი დოკუმენტების გამოფენას მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილია წიგნად გამოცემული გივი ღამბაშიძის ომის დღეები.

პუბლიკაციაში აღწერილია მოხალისე ჯარისკაცის მოგონებები სანგრებიდან დანახული 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. დღიური 1921 წლის 17 თებერვლიდან 7 მარტამდე პერიოდს მოიცავს. 

დღის ამბები