18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
არანაირი სურვილი არ მაქვს მამალაძის ქონებებთან დაკავშირებით ვისაუბრო - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი პატრიარქის მდივანმა გააკეთა. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს სასულიერო პირების არასწორ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით და საპატრიარქო მათი უფლებადამცველი ვერ იქნება.

„არანაირი სურვილი არ მაქვს მამალაძის ქონებებთან დაკავშირებით ვისაუბრო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას. გამოძიება ძალიან ზედმიწევნით მიყვება ამ საქმეს. ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას და საპატრიარქო ვერავის ვერ დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან, კი ბატონო, დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება,“ - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

ის განმარტავს, რომ თუ სახელმწიფო არ გამოიძიებს ამ საკითხს, მაშინ შიდა საეკლესიო მოკვლევა ჩატარდება. 

დღის ამბები