18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"მე შოთა რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" - დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები ცნობილია

დამოუკიდებლობის დღე წელს თემატური იქნება და ის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნება. 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ლოზუნგი იქნება მე შოთა რუსთაველის ქვეყნიდან ვარ. სხვადასხვა სამხედრო, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები დილის 11 საათიდან საღამოს 23 საათამდე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნამდე იქნება.

თავისუფლების გამზირზე მისულ სტუმრებს თავდაცვის სამინისტრო უმასპინძლებს. წელს დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულ ფიცს დადებენ წვევამდელებიც.

გარემოს დაცვის სამინისტრო სტუმრებს ვეფხისტყაოსნის გმირების ფიგურებით ჭადრაკის თამაშის საშუალებას მისცემს. სამინისტროს სივრცეში განთავსდება ქაჯეთის ციხის იმიტაცია. პარლამენტის წინ იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები დაცული ტერიტორიების დათვალიერებას შეძლებენ.

კულტურის სამინისტრო სპეციალურად ამ დღისთვის ყველა მსურველის მონაწილეობით ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნას გეგმავს.

დღის ამბები