აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში.
ღონისძიების ინიციატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იყო. საღამოს თბილისის მერი და კულტურის მინისტრი დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსთვის აფხაზეთის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.