ნატოს საპარლამენტო ასამბლეას თბილისი წელს პირველად მასპინძლობს. მედია ტური დღეს ჟურნალისტებისთვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა. თბილისში ამ დღისთვის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ჯამში 600-ზე მეტ სტუმარს ელიან.
საქართველოში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ აქამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მხოლოდ 4 არაწევრ ქვეყანაში გაიმართა, რომლებიც შემდგომში ნატოს წევრები გახდნენ.