11 ათასი მოსწავლე წელს სასკოლო ატესტატის გარეშე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ საატესტატო გამოცდები მიახლოებით ყოველმა მეოთხე მოსწავლემ ვერ ჩააბარა, რადგან გამოცდებს სულ 48 ათასი მე-12 კლასელი აბარებდა. ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა განათლების მინისტრი მონაცემებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილთა რიცხვი არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებული ინფორმაცია შარშანდელ მონაცემებზე მკვეთრად გაუარესებული.
ალექსანდრე ჯეჯელავასგან განსხვავებით, სიტუაციას საგანგაშოდ აფასებენ ოპოზიციაში. საპარალამენტო უმცირესობა ფიქრობს, რომ გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიზეზი განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემაა. წელს უცხო ენასა და მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ახალგაზრდების 15-მა პროცენტმა ვერ გადალახა, ისტორიაში კი ხუთმა პროცენტმა.
საგამოცდო სისტემის გადახედვისკენ მოუწოდებს განათლების სამინისტროს ნაციონალური მოძრაობა.
საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა მზარდ სტატისტიკაზე საუბრობენ განათლების ექსპერტები.