18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"კონსტიტუცია ყველასია" - მსჯელობა პრეზიდენტთან ერთად შრომითი უფლებების შესახებ

კონსტიტუციის პროექტის საპარლამენტო განხილვებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე მიმართულებით ისევ პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობს. 

შრომითი უფლებები იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს პრეზიდენტმა კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში შეხვედრაზე ილაპარაკა. შეხვედრა, ტყიბულში დაღუპული 4 მეშახტის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

შრომითი უფლებები, მინიმალური ხელფასის ოდენობა, უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფა - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რასაც შეხვედრის მონაწილეები დღეს პრეზიდენტთან და პროფკავშირების თავმჯდომარესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილავდნენ.

შრომის უსაფრთხოებისთვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის მოთხოვნას საქართველოს მთავრობამ დღეს საკანონმდებლო ინიციატივით უპასუხა.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კონსტიტუციური გარანტიების შექმნის მოთხოვნას სკეპტიკურად აფასებენ ოპოზიციაში.

დღის ამბები