დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ თარიღს ქვეყანა უკვე 26-ედ აღნიშნავს. წელს მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანია. ცერემონია თავისუფლების მოედანზე 300-ზე მეტი წვევამდელის ფიცის დადებით დაიწყება.
მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი მიულოცავენ. გამოიფინება სამხედრო ტექნიკაც.
დილიდან თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე სხვადასხვა ღონისძიებაცაა დაგეგმილი. გამოიფინება ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებისა და მუზეუმებში დაცული რუსთაველის პორტრეტების ასლები.