18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"ჩინჩალაძის, ყველაზე საშინელი ადამიანის დანიშვნა უნდათ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ" - ზაზა ხატიაშვილი

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას არასამთავრობო სექტორი ეხმაურება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვალერი ცერცვაძის გადადგომა მიხეილ ჩინჩალაძეს უკავშირდება.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელისუფლებას მისთვის უფრო სასურველი კანდიდატის დანიშვნა სურს.  

„ჩინჩალაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოდან გადაიყვანეს სააპელაციო სასამართლოში, ეს შეიძლება იყოს ბინძური გარიგების შედეგი და ჩინჩალაძის, ყველაზე საშინელი ადამიანის დანიშვნა უნდათ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. სავარაუდოდ სწორედ მისთვის ხდება ადგილის გათავისუფლება სააპელაციო სასამართლოში,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ცერცვაძის გადადგომაში საეჭვო გარემოებებსა და დამთხვევებზე საუბრობენ კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტებიც.

„ფაქტია, რომ ეს პრეტენზიები მის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე იმ დროს, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი მოსამართლეები დანიშნა. დღის წესრიგში დადგა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნაც. ეს ყველაფერი ერთად აღებული მიუთითებს იმაზე, რომ ორკესტრირებულად ხდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს უფრო სასურველი და უფრო ადეკვატური კანდიდატურის წარდგენას და დანიშვნას,“ - განაცხადა  არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ გადაგომის ოფიციალურ ვერსიად კომპანიებს აიფონ პლიუსსა და ცერცვაძის ოჯახთან დაკავშირებულ აიტექნიკსს შორის მიმდინარე სასამართლო დავა დაასახელა.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცერცვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ უვადოდ დანიშნული მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის სასარგებლოდ მიიღო. არ არის გამორიცხული, ცერცვაძის შემცვლელად სწორედ ჩინჩალაძის კანდიდატურა განიხილონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები