18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სამზადისი უკვე დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სამზადისი უკვე დასრულებულია. ადგილზე მისულ მოქალაქეებს დახვდებათ საინტერესო და ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შექმნილი ლოკაცია. ადგილზე უკვე გამზადებულია მრავალი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და საბავშვო ღონისძიება.

წელს დამოუკიდებლობის დღე, პირველად იძენს ასევე საქველმოქმედო ხასიათს. დღეს 5 საათზე გაიმართება აუქციონი, სადაც ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების გაყიდვით შესული თანხა სრულად გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში.

დამოუკიდელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება. ის ვარდების მოედანზე საღამოს 9 საათზე დაიწყება და მისი თემატიკაც ვეფხისტყაოსანი იქნება.

დღის ამბები