18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე - სამხედრო ღონისძიებები დედაქალაქში და კიდევ საქართველოს 12 რეგიონში გაიმართება

ქართველი სამხედროები ფიცის დადებისთვის ემზადებიან. ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე რეპეტიცია მიმდინარეობს. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს.

საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. 

თავისუფლების მოედანზე უკვე იმყოფებიან გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების. გენშტაბის ხელმძღვანელის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, სამხედრო ღონისძიებები დედაქალაქის გარდა, გაიმართება საქართველოს 12 რეგიონში.

სამხედრო ტექნიკიდან დღეს წარმოდგენილი იქნება ძირითადად ქართული და დასავლური წარმოების სამხედრო ტექნიკა.

„გამოყვანილი იქნება აღლუმზე ქვეითი პირადი შემადგენლობა. იქნებიან ასევე აკადემიის და ლიცეუმის სტუდენტები. წარმოდგენილია შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა. ძირითადად წარმოდგენილია მხოლოდ ქართული და დასავლური წარმოების სამხედრო ტექნიკა. რა თქმა უნდა, გვყავს ასევე საბჭოური, მაგრამ მიზნობრივად გამოვიყვანეთ ზუსტად ის ჯავშანტექნიკა, რომელიც არის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების,“ - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

დღის ამბები