19 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
"ქვეყნის მთავარი დღესასწაული" - მინისტრები დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ 

თბილისის მთავარ პროსპექტზე სახალხო სეირნობაა. დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. თარიღის აღნიშვნა დილიდან დაიწყო და დღის ბოლოს გალა კონცერტით, ვარდების მოედანზე  დასრულდება. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და ჯავშან მანქანები. წელს მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და ვეფხისტაყოსანია.

რუსთაველის პროსპექტზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ქალაქის მერიც. ყველა სამინისტროს წარმოდგენილი აქვს თავის სტენდი.

„დღევანდელი დღე მგონი არის ფაქტობრივად მთავარი დღესასწაული, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს თავისუფლებაზე მეტად არაფერი უყვარს, დარწმუნებული ვარ ამაში და ასეთივე თემა წლევანდელი აღნიშვნის არის რუსთაველი და ვეფხსიტყაოსანი და ესეც მგონია ძალიან სწორი, იმიტომ, რომ მგონია, რომ რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, განათლება, ჩვენი მომავალი თაობა, არის ჩვენი მთავარი იარაღი,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი.

„ასეთი დღეები ჩვენ პოზიტიური ხალისიანი, სადღესასწაულო ბევრი არ გვაქვს და 26 მაისი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. წელს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენი უდიდესი მოაზროვნის, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეა. გილოცავთ, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ ყველას ერთად,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროინტეგრაციის მინისტრმა. ვიქტორ დოლიძის თქმით, 26 მაისი არის განცდა თავისუფლებისა და  სუვერენიტეტის და მთლიანობის მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანა ოკუპირებულია.

ვიქტორ დოლიძემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მისწრაფება უშედეგოდ არ ჩაივლის.

"ცხადია, ჩვენ დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ დაგვისრულებია, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა არის ცალსახად მშვიდობიანი,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები