18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე - თბილისის მთავარ პროსპექტზე სახალხო სეირნობაა

თბილისის მთავარ პროსპექტზე სახალხო სეირნობაა. დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. თარიღის აღნიშვნა დილიდან დაიწყო და დღის ბოლოს გალა კონცერტით, ვარდების მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.

თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და ჯავშან მანქანები. წელს მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანია.

რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები იმყოფებიან, ქართველ მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ ნივთები, რომელიც წარმოებულია საქართველოში.

 

დღის ამბები