ამბროლაურში დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. 26 მაისთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება მიმდინარეობს.
ამბროლაურში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო და აქტივობები დაიგეგმა. დღის დასასრულს ქართველი DJ-ები კონცერტს გამართავენ.
დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურის მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა, მიულოცა.