18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში, პოლიტოლოგი, სოციოლოგი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მამის გარდაცვალების შესახებ მისმა ქალიშვილმა გაავრცელა.

ზბიგნევ ბჟეზინსკი ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.

ის 1928 წელს პოლონელი დიპლომატების ოჯახში დაიბადა, 1950-იან წლებში კი შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩევლად ის 1977-1981 წლებში მუშაობდა. მიღებული აქვს სამოქალაქო პირებისთვის ამერიკის უმაღლესი ჯილდო - თავისუფლების მედალი. ზბიგნევ ბჟეზინსკი აქტიურად ემხრობოდა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებასაც. 

დღის ამბები