18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის ადღგენის დღე - 26 მაისის აღნიშვნა საზეიმო მიღებით დასრულდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, სირთულეების მიუხედავად, საქართველომ განვითარება განაგრძო და მას ამ გზაზე, მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნები ედგნენ გვერდით.

საზეიმო მიღებას პარლამენტის წევრები, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი და დელეგაციის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები