18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
სასკოლო გამოცდები არარელევანტურია და უნდა გაუქმდეს - ნიკა გვარამია

„სასკოლო გამოცდები არარელევანტურია და უნდა გაუქმდეს,“ - ამის შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა და განათლების ყოფილმა მინისტრმა, ნიკა გვარამიამ, განაცხადა. ის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი ბავშვის ჩაჭრას გამოეხმაურა.

„არ მიმაჩნია ეს გამოცდა საერთოდ რელევანტურად, არ მიმაჩნია ამ გამოცდის არსებობა საჭიროდ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. არ შეიძლება, გამოცდას უტარებდე მოსწავლეებს და პარალელურად გამოცდას უხსნიდე მასწავლებლებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ქართული საგანმანათლებლო სისტემა არაპოპულარული მიმართულებით გამოცდებით სიტუაციის დამძიმებისკენ წავიდა. ნიკა გვარამიას შეფასებით, საატესტატო გამოცდები მოსწავლეებისა და სკოლებისთვის ზედმეტი ტვირთია.

„ვიდრე ამ ქვეყანაში მასწავლებლები ვერ ასწავლიან, მანამდე იმის საუბრის უფლება, რომ მოსწავლეები ვერ სწავლობენ, არ გვაქვს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, განათლების დაფინანსება 3-4-ჯერ უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, სკოლების გამსხვილება და ადეკვატური კადრებით დაკომპლექტება უნდა მოხდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები