მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორთაჭალის ჰესთან ლევილის სახელობის სანაპირო გაიხსნა. ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრი, დედაქალაქის მერი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გადაწყვეტილება სანაპიროს გახსნის შესახებ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ მიიღეს.
„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დღე დამდგარიყო. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იუსტიციის მინისტრმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, ჩვენმა საელჩომ საფრანგეთში და ბევრმა ადამიანმა, რომელმაც შეუწყო ხელი ამ პროცესს და საქართველო მთავრობამ აიღო ვალდებულება, რათა ეს ისტორიული კერა გაძლიერდეს და ეს წარმოადგენდეს არა მარტო საფრანგეთში საქართველოს კულტურას, ისტორიას, არამედ მთელ ევროპაში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.