Georgian Manganese-ის ექსპოპრიაცია და თანამშრომლების გათავისუფლება არ მოხდება. განცხადება დღეს კომპანიაში დანიშნულმა დროებითმა მმართველმა გააკეთა. ნიკოლოზ ჩიქოვანის განმარტებით, დეტალური ინფორმაცია გეგმების შესახებ ცნობილი 11 ივნისს გახდება, თუმცა, იგეგმება ჭიათურა-ზესტაფონის ქარხნებისა და მაღაროებისთვის ახალი დანადგარების შეძენა და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხდება წყლის დაბინძურება.
რაც შეეხება დანიშვნის მიზეზებს, ნიკოლოზ ჩიქოვანის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ მისი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობის გამოცდილება გაითვალისწინა.