18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო ნატო-ს წევრობას იმსახურებს - ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე

თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მხარეები ხვალ საქართველოს მხარდამჭერ კომუნიკეს მიიღებენ. ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარის ოიარს ერიკს კალნინსის განცხადებით, ამ დოკუმენტით ნატო-ს დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ასევე, ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერენ.

„დოკუმენტი ასევე ასახავს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და ჩვენს პოზიციას უკანონო  ოკუპაციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ოიარს ერიკს კალნინსმა.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობას იმსახურებს და ეს MAP-ის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

„რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაძლებელია თუ არა გაწევრიანება MAP-ის გარეშე, ვფიქრობ რომ კი. კითხვა იმაში მდგომარეობს თუ როდის. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო წევრობას იმსახურებს. მაგრამ საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ამას დრო დასჭირდება,“ - განაცხადა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები