18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დასრულდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი გზები თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მოინახულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია.

სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის მაისში, წინსწრებით, დაასრულა.

დღის ამბები