18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გარეშე დარჩენილები - 7 ქალაქი სავარაუდოდ მომდევნო არჩევნებზე თვითმმართველობას ვერ აირჩევს

მომდევნო არჩევნებს ზოგიერთი ქალაქი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გარეშე შეხვდება. ამ სტატუსზე უარი 7 ქალაქი საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა თქვეს.

პრეზიდენტს შეუძლია ამ კანონპროექტს ვეტო დაადოს, მაგრამ მისი დაძლევა ქართულ ოცნებას არ გაუჭირდება თუმცა, თუ გიორგი მარგველაშვილი სასწრაფოდ დაასახელებს თვითმმართველობის არჩევნების თარიღს - ამ შემთხვევაში, კანონში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოესწრება და ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, მცხეთა, ახალციხე და თელავი ისევ თვითმმართველი სტატუსით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში რეგიონების დამოუკიდებლობის გაძლიერების დაპირებით მოვიდა და 7 ქალაქს სტატუსი მიანიჭეს კიდეც, თუმცა, დღეს მმართველი გუნდი ამ სიკეთეს ქალაქებს კვლავ ართმევს და მიზეზად ხარჯების შემცირებას ასახელებს. ფაქტია, რომ საჯარო მოხელეთა რიცხვი, რომელიც ფაქტობრივად გაორმაგებულია, შემცირდება.

რეგიონებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროფესორები და მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეკონომიკური კუთხით, ეს ცვლილება რეგიონებს ბევრს არაფერს მოუტანს, სამაგიეროდ კი დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო შემცირდება, ამასთან ერთად კი რეგიონები კვლავ დაცარიელებას დაიწყებს, რადგან დამოუკიდებლობამ ქალაქებს ბევრი ადგილობრივი ოჯახი შეუნარჩუნა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სამუშაო ადგილების დაკარგვით კი ისინი კვლავ თბილისში წავლენ.

ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ ამ რეფორმით მმართველი გუნდის მთავარი მიზანია თვითმმართველობის არჩევნების მოგება, რადგან მათი რეიტინგი ქალაქებში საგრძნობლად დაბალია, ვიდრე სოფლებში.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.

დღის ამბები