18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
პიერ ლუიჯი კოლინა ბათუმში - ინტერვიუ ყველა დროის სახელგანთქმულ და სამართლიან მსაჯთან

ინტერვიუ ყველა დროის ყველაზე სახელგანთქმულ, ყველაზე პრინციპულ და სამართლიან მსაჯთან - პიერ ლუიჯი კოლინამ რამდენიმე წელი საფეხბურთო მოედანზე გაატარა, მაგრამ მაინც ამბობს, რომ დღემდე მისი აუხდენელი ოცნება ისევ მოედანზე მსაჯის როლში დაბრუნებაა, თუმცა მას ასაკი ამის საშუალებას არ აძლევს და ახლა კოლინა უკვე მსაჯების ახალ თაობას ზრდის. პიერ ლუიჯი კოლინა FIFA-მ ზედიზედ ექვსჯერ წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელა.

საქართველოში იტალიელი მსაჯი ბიზნესმენებთან შესახვედრად ჩამოვიდა. 57 წლის ბოლონიელი მსაჯი, პროფესიით ეკონომისტია. კოლინა ბათუმს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ეწვია. იმის მიუხედავად, რომ 10 წელია აღარ მსაჯობს და მისი ვიზიტის შესახებ აქ წინაწარ არ იცოდნენ, მცდელობის მიუხედავად იტალიელის ბათუმში ვიზიტი არავის გამოპარვია. 

ავტორი: თაკო მესხი. 

 

დღის ამბები