18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრებები დაასრულა

ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე - ასეთია ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთკაციანი სია. მათი შერჩევის მიზნით, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრებები გვიან საღამოს დაასრულა.

“ეს არის ის ხუთეული, რომლის ქულებიც არის საუკეთესო. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, მომდევნო დღეებში მთავრობას ამ სიას წარვუდგენ. მთავრობა ამ ხუთეულიდან ნებისმიერ სამ კანდიდატს აარჩევს და წარუდგენს ევროსაბჭოს ივნისის თვეში. სავარაუდოდ, არჩევნები შედგება ამ წლის შემოდგომაზე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველაზე მაღალი - მაქსიმალური ქულა კანდიდატთა შორის გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ მიიღო. კანდიდატები მთავრობას წარედგინება. ივნისში კი, სამი მათგანი სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება.

„ის ფაქტი, რომ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატთან მიმართებით იყო ერთსულოვნება, მან 5.0 ქულა დააგროვა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით, კერძოდ ლადო ჭანტურიასთან დაკავშირებით კომისიის ყველა წევრს ჰქონდა ძალიან დადებითი და ძალიან მაღალი შეფასება,“ - აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი სოფიო კილაძე.

დღის ამბები