18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ვარ ღირსეული კანდიდატურა - ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არასამთავარობოთა შენიშვნებს პასუხობენ

ევროსასამართლოს მოსამართლეობისთვის შესარჩევი გასაუბრებები დასრულდა. 24 კანდიდატიდან სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ 5 შეარჩია. გასაუბრებასა და მიღებულ შედეგებზე ხუთეულში გასული კანდიდატები კურიერთან საუბრობენ. ისინი არ იზიარებენ არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, რომ კანდიდატების ნაწილი კომისიის წევრების მიერ პრივილეგირებულ პოზიციაში იქნა ჩაყენებული.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ პერსონალურად დამრჩა განცდა, რომ რომელიმე წევრი მომართული იყო უარყოფითად ან მომართული იყო იმისკენ, რომ ჩაეჭრა კონკრეტული კანდიდატი. პირიქით, საკმაოდ შეჯვარებითი, პროფესიული და ნამდვილად სამართლიანობის განცდა დამრჩა.

"ვემზადებოდი ამ გასაუბრებისთვის ისევე, როგორც სხვა პრეტენდენტი და არც გასაუბრებაზე გასაუბრების შედეგად არ დამრჩენია იმის განცდა, რომ კომისიის წევრი მინდობდა კითხვების თვალსაზრისით ან ზედმეტად კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ,“ - განაცხადა პრემიერმინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ.

კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და კომისიის წევრების მხრიდან მხარდაჭერას გამორიცხავს მოსამართლე შოთა გეწაძეც.

„სადღაც ხომ უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომ პროფესიული გამოცდილება დააგროვოს და კვალიფიკაცია დააგროვოს. ამ შემთხვევაში, ვარ მე მოქმედი მოსამართლე, ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ამ ორივე სფეროში მუშაობამ მე უბრალოდ გამოცდილება და ცოდნა შემძინა, რაც ჩემი ძლიერი მხარეა,“ - აცხადებს შოთა გეწაძე.

საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე საუბრობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ალანიაც.

„თავიდანვე გეუბნებოდით, რომ ჩემი კანდიდატურა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ პოზიციისთვის. შესაბამისად, ვთვლიდი და ვთვლი, რომ ამ პოზიციისთვის ვიყავი და ვარ ღირსეული კანდიდატურა,“ - ამბობს თამარ ალანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები