18 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
„სიცრუეა, რომ მე ბატონ ვარძელაშვილს "რუსთავი 2"-ზე დავუსვი კითხვა"- თეა წულუკიანი

„სიცრუეა ის, რომ მე ბატონ ვარძელაშვილს რუსთავი 2-ზე დავუსვი კითხვა. არსებობს გასაუბრების ჩანაწერი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს,“ - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილის მიერ, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ კრიტიკული კითხვების ნაწილი რუსთავი 2-ს უკავშირდებოდა.

თეა წულუკიანის თქმით, გასაუბრებაზე მას რუსთავი 2-ის საქმეზე კითხვა არ დაუსვამს. 

"რუსთავი 2-ზე არ დასმულა ჩემი მხრიდან შეკითხვა არცერთი კანდიდატის მისამართით. ჩემი კითხვა ბატონი ლადო ვარძელაშვილისადმი იყო შედეგი, როდესაც ის ბრძანდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მე დავინტერესდი, როგორ ანაწილებდა პრიორიტეტებს საკონსტიტუციო სასამართლო ან რის მიხედვით იხილავდა ზოგიერთ დავას 3 დღეში, 5 დღეში, ერთ კვირაში და ზოგიერთი რიგითი მოქალაქის დავას წლობით,“- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები