18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საჯარო გასაუბრება უცხო ენაზე - "რუსთავი 2" ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ეთერს სთავაზობს

რუსთავი 2-ის საჯარო შეთავაზება ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისადმი. სამაუწყებლო კომპანია კომისიის მიერ შერჩეულ 5 კაციან შემადგენლობას, რუსთავი 2-ის ეთერით მათთვის სასურველ ენებზე საჯარო გასაუბრებას სთავაზობს.

შეთავაზების მიზეზი, ის კითხვის ნიშნები გახდა, რომელიც კანდიდატების მიერ სამართალწარმოების უცხო ენაზე ფლობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრებები დაასრულა. ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთკაციან შემადგენლობაში ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე შეირჩნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები