სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო რიყის პარკში არსებული შენობის იჯარით გადაცემას ითხოვს. პარტიის წევრებს სურვილი აქვთ იქ, სადაც მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო, რეფორმირების ცენტრი გაიხსნას.
პარტიის წევრებმა დედაქალაქში არსებული გამწვანების პრობლემებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ მერიამ ახალი ხეების დარგვა უნდა დაიწყოს.
„ჩემს უკან არის შენობა, რომელიც, სამწუხაროდ, არის სიმბოლო დაპირისპირების ორ ადამიანს შორის. გადმოგვცენ იჯარით ეს შენობა, თუ თვითონ არ უვლიან და მზად ვართ, მოვიზიდოთ ინვესტორები და ეს შენობა გახდეს შეკრების ყველა ქართველისთვის,“ - განაცხადა სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.