18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მართლმსაჯულების სისტემაში ერთგვარი საფრთხის შემცველ ტენდენციას ვხედავ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

„მე დღეს ვხედავ მართლმსაჯულების სისტემაში ერთგვარი საფრთხის შემცველ ტენდენციას,“ - ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ადგილზე მოსამართლეების მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას. მან სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარედ, მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 

ვახტანგ მჭედლიშვილის თქმით, აქცენტი სწორედ ამ ტენდენციაზე უნდა გაკეთდეს, რადგან, მისი თქმით, დღეს მართლმსაჯულების სისტემაში არაკონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი.

„ამ საფრთხეს ჰქვია, მართლმსაჯულების სისტემაში არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, ჯანსაღი კონკურენციის არარსებობა და იგნორირება. დღეს დაგვანახა პროცესმა, რომ ფაქტობრივად ყველა კანდიდატმა, რომელიც იქნა დასახელებული თავმჯდომარეობის პოსტზე, მოხსნა კანდიდატურა და უარი თქვეს, სურვილი არ გამოხატეს კონკურენციაში მონაწილეობის მიღებაზე,“ - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა. 

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. მიხეილ ჩინჩალაძემ ვალერიან ცერცვაძე ჩაანაცვლა, რომელმაც iPlus-თან დაკავშირებული სასამართლო დავის გამო დატოვა თანამდებობა. 

დღის ამბები