18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
მიხეილ ჩინჩალაძის სააპალეციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა და სამოქალაქო სეტორის პროტესტი

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თითქმის სრული შემადგენლობით მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრამდე და თანამდებობის ჩაბარებამდე ჩინჩალაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. მათ შორის მის სახელთან დაკავშირებული მწვავე ბრალდებების შესახებ.

ვახტანგ მჭედლიშვილი დღეს საბჭოს ერთადერთი წევრი იყო, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას შეეწინააღმდეგა. ერთ-ერთ მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ჩინჩალაძე დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დასახელებული ერთადერთი, უკონკურენტო კანდიდატი აღმოჩნდა.

ჩინჩალაძის კანდიდატურას იუსტიციის საბჭომ სამოქალაქო სექტორის საპროტესტო აქციის ფონზე უყარა კენჭი. არასამთავრობო სექტორი კლანურ მმართველობასა და მიხეილ ჩინჩალაძის არაფორმალურ გავლენებზე ღიად საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრამდე ჩინჩალაძის დანიშვნის შესახებ დიდი ხნით ადრე საუბრობდნენ, თვლიან, რომ პროცესები წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარიმართა.

წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილად განიხილავენ მესამე სექტორში ვალერი ცერცვაძის გადაწყვეტილებასაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პირადი განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები