18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"ენმ" ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში მოუწესრიგებელ განათებას აპროტესტებს

ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში მოუწესრიგებელ განათებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობაში ამტკიცებენ, რომ ლამპიონების დიდი ნაწილი ქალაქში არ მუშაობს.

მათივე თქმით, მწყობრიდანაა გამოსული ელექტროსადენებიც, თუმცა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ვითარების შესაცვლელად არაფერს აკეთებს.

ბრალდებების პასუხად ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებული განათების შეცვლა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

დღის ამბები