საქართველოში პოლიციის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ აღინიშნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს. შედეგად, თბილისში გზებზე წესდება შეზღუდვები.
უწყების ცნობით, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე - ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ სამგორამდე, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება: დღეს სამი საათიდან საღამოს 6 საათამდე. ხვალ კი დილის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.