18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის გენერალურ ინსპექციაში დაბარებას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დღეს მთავარ პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის, დავით შაკიაშვილის, გენერალურ ინსპექციაში დაბარებაა. ისინი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნებით დღეიდან აქცია 24 საათიან რეჟიმში გადადის. იქამდე, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება, ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. 

"მთავარი მოთხოვნაა, რომ დაბარებული იქნას დიდუბე ჩუღურეთის პროკურორი, დავით შაკიაშვილი გენინსპექციაში. გენინსპექციამ დაიწყოს მოკვლევა და საქმის შესწავლა თუ რა უფლებამოსილებით მივიდა დაზარალებულებთან,“ - აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი. 

 

დღის ამბები