18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
2 წლის წინ მომხდარი ტრაგედია ქობულეთის სასტუმროში - გარდაცვლილი ბავშვების მშობლები ექსგუმაციას ითხოვენ

ორი წლის წინ ქობულეთის სასტუმროში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები გამოძიების თავიდან დაწყებას და ცხედრების ექსგუმაციას ითხოვენ. სასტუმროს მფლობელის შვილმა გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უსაფრთხოების ზომების დარღვევაზე მიმდინარე გამოძიებაში ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. მშობლები ვარაუდობენ, რომ მასაზე ზეწოლა მოახდინეს.

სასტუმროში გარდაცვლილი ბავშვების მშობლები აჭარის პროკურატურასა და სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ და გამოძიების თავიდან დაწყებას, სიმართლის დადგენას ითხოვენ. მათი ვერსიით, სასტუმროში ცეცხლი მიზანმიმართულად გაჩნდა და გამოძიება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს. 

„უნდობლობას ვუცხადებ აჭარის პროკურატურას და მთლიან სასამართლოს და ბატონ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ვთხოვ 3 დღის განმავლობაში მიგვიღოს. ეს საქმე თავიდან დაიწყოს და ექსგუმაციიდან დაწყებული, ბოლომდე უნდა გამოიძიონ. არც ექსპერტიზას ვენდობი და არც არაფერს,“ - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მშობელმა, ელგუჯა ხვიჩიამ.

დღის ამბები