დღეს მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მუშის დაღუპვის გამო, პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების წესებს სხვადასხვა მიზეზით არ ამკაცრებს და ბიზნესს უფლება აქვს, ინსპექტირებაზე უარი თქვას. აქედან გამომდინარე, სამშენებლო კომპანიაში, სამუშაოები ხვალ ჩვეულებრივ რითმში გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობებზე დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
სპეციალისტები საუბრობენ, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები დარღვეულია. ის სამშენებლო ლიფტი კი, დაიდანაც 33 წლის მამაკაცი გადმოვარდა, კუსტარულად არის დამზადებული.
გასული წლის 21 ოქტომბერს ამავე კორპუსის მშენებლობას კიდევ ერთი მუშა შეეწერა. 12-სართულიან საცხოვრებელ სახლს კომპანია სოლო დეველოპმენტი აშენებს. თავად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
2017 წლის 5 თვის მონაცემით, სამუშაოს შესრულებისას 17 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმის დარღვევის გამო, 8 ადამიანია დაღუპული.
პოლიტკოვსკაის ქუჩაზე მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.