18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, სავარაუდოდ, უკვე ბაქოშია გადაყვანილი

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, სავარაუდოდ, უკვე ბაქოშია გადაყვანილი. ის ბოლოს თბილისში გუშინ ნახეს.

დაკარგული ჟურნალისტის მეუღლე ფიქრობს, რომ ის აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. ამის მიზეზად კი მისი მეუღლე აზერბაიჯანის მმართველი ელიტის შესახებ მწვავე და კრიტიკულ სტატიების გამოქვეყნებას ასახელებს.

როგორ მოხდა აფგან მუხტარლის გადაყვანა საზღვარზე, ამ კითხვაზე პასუხს ითხოვს გაუჩინარებული ჟურნალისტის ადვოკატიც. დღეს ის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ ბაქოში მისი ყოფნა სარისკოა, რადგან აფგან მუხტარლი, თავის დროზე, საქართველოში საცხოვრებლად აზერბაიჯანიდან სწორედ უსაფრთხოების გამო ჩამოვიდა.

პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა აფგან მუხტარლის კიდევ ერთი მეგობარი, დაშგინ აღალარლი. ის ამბობს, რომ საფრთხე მასაც ემუქრება.

სწორედ დაშქინ აღალარლი იყო, ის ვინც აფგან მუხტარლი ბოლომ ნახა. ისინი გუშინ საღამოს ერთმანეთს კოლმეურნეობის მოედანზე შეხვდნენ. საუბრის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტი სახლში წასვლას აპირებდა, თუმცა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამ შეხვედრის შემდეგ გაუჩინარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები