საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და სამართალდამცველებს ყველა მის ხელთ არსებული მტკიცებულება წარუდგინა.
ამის შესახებ მან არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„დღეს ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში, მე მთავარ პროკურატურას მივეცი სრული განმარტება, თუ რას ვგულისხმობდი, რა მტკიცებულებები გამაჩნდა ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
მისი თქმით, მან პროკურატურას მიაწოდა ის მასალა, რომლის შესახებაც ზოგადად საუბრობდა. ედიშერ ქარჩავა აღნიშნავს, რომ მისი ბრალდებები მეუფე პეტრეს მიმართ პირდაპირ კავშირში ე.წ. ციანიდის საქმეში მკვლელობის მომზადებასთან არ არის.