18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
მტკიცებულებები არსებობს ნოტარიუს ელისო მურღულიასთან - ედიშერ ქარჩავა დეკანოზის ბიზნესგეგმაზე

საპატრიარქოს ადვოკატი მამა გიორგი მამალაძის მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამ ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ხელთ აქვს.

ადვოკატი ცილისმწამებლურ ბრალდებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუფე პეტრე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ესპანეთში არსებული კომპანიის შესახებ იცოდა. მისი თქმით, დეკანოზს შპს-ს საზღვარგარეთ დაფუძნებაში მაღალჩინოსანი ეხმარებოდა.

„ამის მტკიცებულებები არსებობს ნოტარიუს ელისო მურღულიასთან. ძალიან მარტივად, შეგიძლიათ გამოითხოვოთ კანონით დადგენილი წესით და ყველა დოკუმენტს მოგაწვდიან,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. 

მან აღნიშნა, რომ კეთილშობილური მიზნებისთვის თანხების მოზიდვის არგუმენტი მისთვის მიუღებელია. მისი განცხადებით, პროკურატურა სწორად მართავს სიტუაციას და უწყებაში არგუმენტებზე დაყრდნობით იძიებენ საქმეს. 

დღის ამბები