18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
შეიძლება ციანიდის საქმის გადასაფარადაც კი დასჭირდეთ - მეუფე პეტრე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე

„ესეც ძალიან მზაკვრული და ორაზროვანია,“ - ასე აფასებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საპატრიარქოს იურისტის განცხადებას. ედიშერ ქარჩავა მეუფეს პატრიარქის მოკვდინების მცდელობაში ადანაშაულებს.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მსგავსი ჩანაფიქრი არასდროს ჰქონია და ვარაუდობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს და იურისტს თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი ამ ტერმინის გამოყენება და შემდგომ ლავირება.

„შეიძლება, ციანიდის საქმის გადასაფარადაც კი დასჭირდეთ მათ მეუფის იერიშის მიტანა და არაფერს არ გამოვრიცხავ იმდენად უსუსურ და არაპროფესიონალიზმს ვხედავ და ასევე არაგამბედავ ნაბიჯს,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ საეკლესიო კანონის სამართლის თანახმად, როდესაც ადამიანი მტკიცებულების გარეშე ადანაშაულებს სასულიერო პირს, ცილისმწამებელია. მან აღნიშნა, რომ ედიშერ ქარჩავას საეკლესიო სასჯელი ეკუთვნის, რადგან მან რამდენჯერმე დაუსაბუთებელი ბრალდებები წამოაყენა.

„ცრუპენტელა ადამიანს მეტი ბრალდების უფლება არ აქვს,“ -  ასე პასუხობს მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ ცილიმწამებლურ განცხადებას. მან ასევე დაამატა, რომ ძალიან მათ ზედმეტი მოუვიდათ მისმიმართ ბინძური ბრალდებების გახმოვანება.

„ღმერთს ვთხოვ, 80 წლის დედა, როდესაც ამას საშინლად განიცდის, მისმა გულმა და მისმა გონებამ გაუძლოს და არ ემსხვერპლოს ჩემ მიმართ ასეთ კამპანიას,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ იურისტს არანაირი წერილობითი მტკიცებულებები არ აქვს, რომელიც მის რაიმე სახის ბრალეულობას დაადგენს.

დღის ამბები