18 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"თავზე ლაფი დაგვასხეს"- მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია იმართება

მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს სურთ მიიღონ პასუხი, როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში და მონაწილეობდნენ თუ არა მისი ქვეყნიდან გაყვანის პროცესში ქართული სპეცსამსახური.

„ეს არის წარმოუდგენელი რამე, თუ ამაში ჩვენიანი ვინმე არის ჩარეული, მომენტალურად უნდა წავიდეს არა სახლში, არამედ ციხეში. ასეთი რამე მიუღებელია ჩვენთვის, თუ ვინმეს ჰგონია ეს მარტივად ჩაივლის, თავზე ხომ ლაფი დაგვასხეს, კანონები ხომ დაგვახიეს, სტუმართმასპინძლობის წესები, ბოლოს და ბოლოს კავკასიაა, “- განაცხადა ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა.

აქციაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"ბევრი კითხვა მაქვს, ქუჩაში უსაფრთხოა ჩვენთან სიარული, სახელმწიფო არის საერთოდ?“- განაცხადა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა, ოთარ ქირიამ. 

აქციაზე იმყოფებოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეც.

"ის რის გატაცებული თბილისიდან და საზღვარი არალეგალურად გადააკვეთინეს. საქართველოს ხელისუფლებას ეს არ უნდა დაეშვა, ჩვენ საქართველოში დევნის გამო გადმოვედით და ხელისუფლებას ის უნდა დაეცვა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ,“- განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევა.

აზერბაიჯანული სათვისტომოს წარმომადგენლები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ მათაც უთვალთვალებენ. ისინი აფგან მუხთარლის მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მას 2 ნეკნი და თავი აქვს გატეხილი და აღენიშნება სილურჯეები. 

დღის ამბები