"არანაირი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრი ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს,“- ეს განცადება საქართველოს მთავრმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს პრკურატურა არავის მფარველობს.
„რაც შეეხება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველ რაიმე კადრს, უკვე ვთქვი და ვიმეორებ, არანირი მსგავსი კადრი, აუდიო ან ვიდეომასალა არ ინახება სისხლის სამართლის საქმეში,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორის თქმით, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში საქმე სასამართლოში წარიმართა, რომელზეც არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მან გიორგი მამალაძის შესაძლო თანამოაზრეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზეც ისუბრა.
„რაც შეეხება, მის შესაძლო თანამოაზრეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, როგორც უკვე გავაკეთეთ განცხადება, ამაზე გამოიყო თავის დროზე საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება,“- აღნიშნა შოთაძემ.