„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, მით უმეტეს, სასულიერო პირების მონაწილეობით,“- ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.
ალექსანდრე ჯეჯელავა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.
"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველა დამნაშავე რეალურად იქნება დასჯილი, თუმცა ჩვენ სპეკულაციის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ, საქმის მგრძნობიარობიდან გამომდინარე,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.