18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით სამშობლოს კეთილდღეობისთვის - გიორგი მარგველაშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილმა სამართალდამცველთა საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24 საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად - სხვათა სიცოცხლესა და დაცულობაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გამოხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი შრომის მიმართ,” - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

დღის ამბები