ვაზისუბანში, ერთ-ერთ ქუჩას პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი მიენიჭა.
ქუჩა საქართველოში ვიზიტად ჩამოსულმა პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გახსნა. გიორგი ალიბეგაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და იოზეფ პილსუდსკის ღვაწლზე ისაუბრა.
პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს.