18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
არასამთავრობოები მუხთარლის და ჩაბუქის საქმეებზე მთავრობას, პროკურატურასა და პარლამენტს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და ჩაღლარის სკოლების ქსელის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებთან დაკავშირებით მთავრობას,  პროკურატურასა და პარლამენტს მიმართავენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, სულხან სალაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ემრე ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს.

„თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადასცეს თურქეთის ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარეს, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთი, მათი მტკიცებით, ტერორისტულ დაჯგუფება ფეტულასთან კავშირში ადანაშაულებს.

რაც შეეხება საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს, არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ საქართველომ საერთაშრისო სტანდარტების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა სახლემწიფოში თავი დაუცველად არ უნდა იგრძნონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები