18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას მკვლელი თავისუფალია - კანჯიოღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

გიგა ოთხოზორიას დედამ ტელევიზიიდან შეიტყო, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სოფელ ხურჩაში ერთი წლის წინ მოკლული ახალგაზრდას ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას მწვავე რეაგირებისკენ მოუწოდებს და საქმის აღძვრას იმ პირების მიმართაც თხოვს, რომლებიც ოთხოზორიას მკვლელობისას, რაშიდ კანჯიოღლისთან ერთად ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდნენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გალში გამართულ შეხვედრაზე დღეს მიაწოდეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ დე ფაქტო მთავრობის მხრიდან სხვა ქმედებას არც ელოდნენ და ამ საკითხს ყველა დონის საერთაშორისო დონის შეხვედრებზე დააყენებენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების გამო, ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. 

 

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები