100 ათასი მოქალაქე ხელმოწერით ადასტურებს, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურს. ევროპული საქართველო პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით, ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე კვირაში შეგროვებული ხელმოწერების რაოდენობა, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის გეგმების მიუღებლობაზე მიუთითებს. ოპოზიცია ხელისუფლებას, პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხალხის აზრის გათვალისწინებას და პლებისციტის ჩატარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
100 ათასი მოქალაქის ხელმოწერას ქართულ ოცნებაში პლებისციტის ჩატარების არგუმენტად არ განიხილავენ და ფიქრობენ, რომ საყოველთაო სახალხო განხივლების დროს, ხალხის აზრი საკმარისად მოისმინეს.
ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები საჯარო მოხელეებითა და ძირითადად ქართული ოცნების მომხრე აქტივისტებით დაკომპლექტებულ დარბაზებში განიხილა.
პლებისციტის იდეას ასევე ემხრობიან საქართველოს პატრიოტთა ალიანსში.
ამჯერად პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაითვალისწინებს თუ არა ქვეყნის 100 ათასი მოქალაქის პოზიციას და დაინიშნება თუ არა პლებისციტი. ხელმოწერებს და საკუთარ ინიციატივას ოპოზიცია პარლამენტში, ვენეციის კომისიის დასკვნის პარალელურად, ივნისის შუა რიცხვებში წარადგენს.