18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მდინარე ვერეს ხეობაში მანქანა გადავარდა - არიან დაშავებულები

მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა. ავტომობილი სავალი ნაწილიდან ამ დრომდე უცნობი მიზეზებით გადავარდა. ინფორმაცია რუსთავი 2-ს შსს-ში დაუდასტურეს. 

ავტომობილში მყოფი ოთხივე მგზავრი დაშავებულია, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით ელიზაბედ ბლექველის სახელობის კლინიკასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

 

დღის ამბები