18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ხმაური ქუთაისში - ადგილობრივები სკვერში კაფე-ბარის დადგმას აპროტესტებენ

დაპირისპირება იყო დღეს დილით ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე. ადგილობრივები სკვერში კაფე-ბარის დადგმას აპროტესტებდნენ. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ობიექტის დამონტაჟებას ცდილობდნენ.

კაფე-ბარის მფლობელების თქმით, ნებართვა მერიიდან აქვთ. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ არ მისცემენ ობიექტის დადგმის უფლებას, რადგან ბავშვებს სათამაშო ადგილი აღარ ექნებათ.

ადგილზე მობილიზიებული იყო პოლიციაც.

დღის ამბები