18 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
დეპუტატ გელა მიქაძეს სასამართლომ თაღლითური გზით მითვისებული მიწების დაბრუნება და ხარჯების დაფარვა დაავალა

დეპუტატი გელა მიქაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო. "პატრიოტთა ალიანსისა" და კომპანია "რაკია ჯორჯიას" ყოფილ ხელმძღვანელს სასამართლომ თაღლითური გზით მითვისებული მიწების დაბრუნება და ხარჯების დაფარვა დაავალა. საუბარია "პატრიოტთა ალიანსის" წევრსა და კომპანია "რაკია ჯორჯიას" შორის მიმდინარე დავაზე.

ემირატების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გელა მიქაძემ პროცესი საქართველოშიც წააგო. "რაკია ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჯერად საქმე ეხება მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც დეპუტატმა 2007 წელს კომპანიას დირექტორობის პერიოდში საკუთარი ახლო პარტნიორისგან 27 მილიონ ლარად რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით, 10-ჯერ ძვირად აყიდინა, 2012 წლის ივლისში კი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას 2 მილიონად მიჰყიდა და ეს თანხაც კი არ გადაიხადა.

მოგვიანებით, კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2 დოლარად გაასხვისა.

"რაკია ჯორჯია" დეპუტატ გელა მიქაძეს საერთაშორისო თაღლითური სქემით მოქმედებაში სდებს ბრალს და უახლოეს დღეებში ახალი მასალების გამოქვეყნებას გეგმავს.

 

 

დღის ამბები